საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ (2022 - 2023 სასწავლო წელი)

პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სავალდებულოა ხელშეკრულების გაფორმება და ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 5 სექტემბერს).  

 

ხელშეკრულების გაფორმების, დოკუმენტაციის წარმოდგენის და ანკეტის შესავსებად გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას!
 

მითითებული ანკეტის საშუალებით გადახვალთ lms.tsu.ge-ზე, სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი.

 

აღნიშნული საფეხურის გავლის შემდგომ გაგეხსნებათ შესავსები ანკეტა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიყვანოთ სწორად. 
 

 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:

 

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება - 5-13 სექტემბერი; აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია წარმოადგინოთ არაუგვიანეს 13 სექტემბრის 18:00 საათისა)
  • აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 14-19 სექტემბერი.

 

პირდი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: (რექტორის ბრძანება N245/01-01, 24.08.2022)

 

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

  • ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 

 

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა (10:00 საათიდან - 17:00 საათამდე):

 

  • პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (5 - 13 სექტემბერი).
  • პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - 562.50 ლარი.
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია თქვენი პირადი ნომრით თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში (ოპერატორთან ან Pay Box-ის ან მობაილბანკის მეშვეობით), ლიბერთი ბანკში (ოპერატორთან). ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

 

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის (ნოტარიულად დამოწმებული ასლი) და მშობლის პირადობის მოწმობის (ასლი) წარმოდგენის შემთხვევაში.

 

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას). აკადემიური რეგისტრაცის ვადაა 14-19 სექტემბერი.

 

2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები (ბრძანება N230/01-01; 04.08.2022)

 

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2 (ახალი მისამართი №9), მაღლივი კორპუსი, სართული პირველი, ოთახი №101 (ეკონომიკა) და 109 (ბიზნესის ადმინისტრირება), ტელ.: (+995 32) 2 25 04 84; შიდა  (9740; 9741).

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8535;) 599 70 49 60.

იხ. ლინკი: https://bit.ly/3pTbho7

თარიღი: 01/09/2022